„მიმინოს“ სიუჟეტი ერთი ერთში, შვეიცარიის ალპებში - ძროხა, რომლის ევაკუაციაც ვერტმფრენით მოხდა, ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა

ძროხა

შვეიცარიაში, ალპების ერთ-ერთი სოფლიდან ევაკუირებულთა სიას შინაური ცხოველები და 300 ადამიანი დაემატა. ზომები ლოშენტალის ხეობის ტერიტორიაზე მეწყერის საფრთხის გამო მიიღეს, წერს Associated Press. ერთი ძროხა ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ლოშენტალის კრიზისული ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ევაკუირებული იქნა 190 ცხვარი, 26 ძროხა და დაახლოებით 20 კურდღელი. გადარჩენილებს შორის იყო დაჭრილი ძროხა ლონი (ის ვერტმფრენით გადაჰყავდათ).
ინჟინერმა ალბან ბრიგერმა განაცხადა, რომ ნისლისა და ღრუბლიანობის გამო მეწყრის სიტუაციის შეფასება რთულია. თუმცა, არასტაბილური კლდოვანი მასა და მყინვარი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან თუ ქანები ჩამოვარდება, მათ შეუძლიათ მყინვარის გადაადგილება.
პროგნოზების თანახმად, ხეობაში, სადაც დასახლება მდებარეობს, შესაძლოა 2-დან 5 მილიონ კუბურ მეტრამდე წყალი ჩავიდეს. არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის სხვა დასახლებულ პუნქტებსაც.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ მათ ჯერ არ შეუძლიათ კონკრეტული ვადების დასახელება, თუ როდის შეძლებენ მცხოვრებლები საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ევაკუაციის გადაწყვეტილება სიფრთხილის მიზნით მიიღეს, რადგან გეოლოგებმა დასახლების ტერიტორიაზე მიწის შესაძლო გადაადგილების ნიშნები დააფიქსირეს.