ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
ევროპელებს უნდა ჰქონდეთ ადგილი უკრაინაზე მოლაპარაკებებისას, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან შევხედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს უკრაინაში მშვიდობისა და ევროპაში უსაფრთხოების მომავლისთვის.
„უკრაინა ერთადერთია, რომელსაც შეუძლია საკუთარი ტერიტორიების შესახებ იმსჯელოს, როგორც სუვერენულმა ერმა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა ასევე დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო თავდასხმა, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 40 დაშავდა.
„იმ დროს, როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, რუსეთი აგრძელებს მკვლელობებსა და განადგურებას“, – განაცხადა მაკრონმა.