გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
დიდი ალბათობით, ერთხელ მაინც წაგიკითხავთ ხელოვნური ინტელექტით (AI) შექმნილი მასალა ისე, რომ ამას ვერც კი მიხვედრილხართ. ცნობილია, რომ ასეთ ტექსტებში კონკრეტული ტიპის სიტყვები ჭარბობს. ახალი კვლევის ავტორებმა ამის დახმარებით უამრავ ნაშრომში აღმოაჩინეს AI-ს კვალი.
დიდი ენობრივი მოდელები (LLM-ები) გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი სახეა, რომელიც ტექსტების შექმნას ემსახურება. ეს მოდელები იმდენად განვითარდა, რომ მათი შექმნილი ტექსტებისა და ადამიანის ნაწერის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან რთულია. სწორედ LLM-ებზე მუშაობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩატბოტი ChatGPT ანდა Gemini.
არსებობდა ეჭვები, რომ AI-ს მიერ შექმნილი ტექსტები უკვე რეცენზირებულ სამეცნიერო ნაშრომებშიც გვხვდება. ამის მასშტაბის შესაფასებლად მკვლევრებმა PubMed-ზე გამოქვეყნებული 15 მილიონამდე თეზისი გააანალიზეს. აინტერესებდათ, რამდენად შესამჩნევი იქნებოდა გამოყენებულ სიტყვებზე AI-ს გავლენა.
დაადგინეს, რომ LLM-ების გამოჩენის პარალელურად აკადემიურ ლიტერატურაში უფრო მოხშირდა კონკრეტული ტიპის სტილისტური სიტყვების ჭარბად გამოყენება. მონაცემების მიხედვით, 2024 წელს გამოქვეყნებული ნაშრომების მინიმუმ 13.5% გარკვეულ დონეზე LLM-ების მონაწილეობით არის შექმნილი.
აკადემიურ ნაწერებში LLM-ების გავლენის შეფასება აქამდეც უცდიათ, თუმცა კვლევისას არსებობდა გარკვეული შეზღუდვები. ამისათვის გვერდის ასავლელად მეცნიერებმა განსხვავებულ მიდგომას მიმართეს — მათ კონკრეტული სიტყვების ჭარბად გამოყენება შეადარეს ChatGPT-ს გამოშვებამდე და მას შემდეგ პერიოდში. მიდგომა მათ COVID-19-თან დაკავშირებული კვლევიდან გადმოიღეს, რომლითაც სიკვდილიანობაზე ვირუსის გავლენა იყო შეფასებული პანდემიამდე და მას შემდეგ დახოცილთა რაოდენობის შედარებით.
ახალი კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ LLM-ების გამოჩენამდე "შინაარსთან დაკავშირებული სიტყვები" იყო გამოყენებული ზედმეტად, მას შემდეგ კი — "სტილისტური და მაღალფარდოვანი" სიტყვები, თუნდაც "showcasing", "pivotal" და "grappling".
კვლევის ავტორებმა დაადგინეს ისიც, რომ 2024 წლამდე ზედმეტი სიტყვების 79.2%-ს არსებითი სახელები შეადგენდა. 2024 წელს ეს ტენდენცია შესამჩნევად შეიცვალა: ზედმეტი სიტყვებიდან 66% ზმნა იყო, 14% კი — ზედსართავი სახელი. LLM-ების გამოყენების კუთხით შესამჩნევი განსხვავებები დაფიქსირდა კვლევით დარგებსა და ქვეყნებს შორისაც.
მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ჩატბოტი ChatGPT გახდა ხელმისაწვდომი, ონლაინსივრცეში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მასალები მომრავლდა. ახალი ნაშრომის მიხედვით, როგორც ჩანს, AI-ს სტილი აკადემიურ ნაშრომებზეც შესამჩნევად აისახა.