მიხეილ ჩხიკვიშვილს, რომელიც ნიუ-იორკში ახალი წლის პერიოდში ბავშვებისთვის შხამით გაჟღენთილი კანფეტების დარიგებას გეგმავდა, 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

მართლმსაჯულება

შეერთებული შტატების ქალაქ ბრუკლინში ფედერალურმა სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილს, - მეტსახელად „მეთაურ ყასაბს“, ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ლიდერს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჩხიკვიშვილი, - რომელიც ახლა 22 წლისაა, - იყო „მანიაკალურ მკვლელთა დაჯგუფების“ ლიდერი და გამუდმებით მოუწოდებდა უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობისკენ რასობრივ ნიადაგზე.

მას ბრალი 2024 წელს დაუსწრებლად წაუყენეს შეერთებულ შტატებში.
2025 წლის 22 მაისს მოხდა ჩხიკვიშვილის ექსტრადირება მოლდოვიდან აშშ-ში;
პატიმრობაში ყოფნისას, 2025 წლის 20 ნოემბერს, მან ბრალი აღიარა.
2026 წლის 13 მაისს აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ აიზენბერგმა განაცხადა:

„დღევანდელმა გადაწყვეტილებამ [მისთვის 15 წლით პატიმრობის მისჯის შესახებ] ურჩხული მოაშორა ჩვენს ქუჩებს და სულ მცირე, დროებით მაინც დაიცავს ჩვენს თემებეს“.

საქმის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დეტალი ეხება გეგმას, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და ახალი წლის პერიოდში ბავშვებისთვის შხამით გაჟღენთილი კანფეტები დაერიგებინა.

წყარო: