მიხაილო ფედოროვის განცხადებით, იგი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას დათანხმდება

მიხაილო ფედოროვი

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ თანამდებობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტის გარდა, სხვა არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმდება.

„მადლობელი ვარ პრეზიდენტის ყველა შეთავაზებული ვარიანტისთვის. თუმცა დღეს სახელმწიფოში, საბრძოლო ველზე მყოფი სამხედროების გარდა, მხოლოდ სამი თანამდებობაა, რომელიც რეალურად განსაზღვრავს ომის მსვლელობას - უკრაინის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი“, - განაცხადა მან.

ფედოროვის თქმით, სწორედ ამიტომ არ თანხმდება თავდაცვის მინისტრის პოსტის გარდა სხვა არცერთ თანამდებობას.

„სხვა არცერთ თანამდებობას არ გააჩნია რეალური უფლებამოსილება იმისთვის, რომ დაძლიოს კორუფცია შესყიდვებში, დაასრულოს არმიის დაწყებული ტრანსფორმაცია, დაგეგმოს და განახორციელოს ასიმეტრიული მოქმედებები თუ ოპერაციები მტრის წინააღმდეგ, აღმოფხვრას სიცრუისა და უპასუხისმგებლობის კულტურა სისტემის შიგნით და მიიყვანოს ბოლომდე ის საქმეები, რომლებიც ჩვენმა გუნდმა თავდაცვის სამინისტროში უკვე დაიწყო“, - განმარტა ექს-მინისტრმა.

მან დასძინა, რომ არ აინტერესებს თანამდებობა ან სტატუსი, არამედ მნიშვნელოვანია შესაძლებლობა, რეალური გავლენა იქონიოს შედეგზე და დააჩქაროს უკრაინის გამარჯვება.