1747684516
მეთიუ პერის ავტობიოგრაფია ამერიკული AMAZON-ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა

მეთიუ პერის ავტობიოგრაფია Friends, Lovers, and the Big Terrible Thing ამერიკული და ბრიტანული Amazon-ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ბესტსელერმა გადაასწრო ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიას The Woman in Me, რომელიც 2021 წელს გამოიცა და დღემდე ინგლისურენოვანი ამაზონის ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო.
პერის ავტობიოგრაფია 2022 წლის 1 ნოემბერს გამოვიდა. მსახიობმა წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ნარკოდამოკიდებულებასთან და დეპრესიასთან ბრძოლას, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მსახიობი უგონო მდგომარეობაში საკუთარ აბაზანაში ასისტენტმა იპოვა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „უცბად ჩამომეშალა მის მიმართ რწმენა“ - რა მოხდა ალა პუგაჩოვასა და ნუცა შანშიაშვილს შორის
„იმიტომ გიჟდებით ასე... გმადლობთ, ნახვამდის“ - რას წერს ნინი შერმადინი კვარასა და მის მეუღლეზე
„ამინდი ნამდვილად ყველას გვაბედნიერებს, ისიამოვნეთ...“ - რას წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე