Met Gala-ს შემდეგი მეჯლისის თემა დასახელდა

Met Gala

ჟურნალმა Vogue დაასახელა Met Gala 2026-ის თემა, რომელიც 4 მაისს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმის ინსტიტუტში გაიმართება. ღონისძიება „კოსტიუმის ხელოვნებას“ მიეძღვნება.

„ეს გამოფენა შეიძლება მუზეუმში მართლაც მომხიბლავი ექსპოზიცია გახდეს და ჩვენი კოლექციის ყველაზე განსხვავებული სფეროების - ფერწერის, ქანდაკების, ნახატების ექსპონატებს მოიცავდეს“,- განაცხადა მეტროპოლიტენ-მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, მაქს ჰოლეინმა.

გასული, Met Gala 2025-ის თემა და მეტროპოლიტენის მუზეუმის გამოფენა „შავ დენდიზმს“ მიეძღვნა.