იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1782887923
მომავალ კვირას ნატოს სამიტზე გერმანია მხარს დაუჭერს ევროპელი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ახალ ვალდებულებებს.
„გერმანიის მთავრობის შეთავაზებაა, რომ ჩვენ, როგორც ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა, ავიღოთ ახალი ფინანსური ვალდებულებები კიევის წინაშე“, - განაცხადა ბერლინში კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
ის იმედოვნებს, რომ რუსეთის მთავრობა სწორ დასკვნებს გამოიტანს და მზად იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ჩვენ უკან არ დავიხევთ უკრაინის მხარდაჭერისგან“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, ახლა მხოლოდ ვლადიმირ პუტინზეა დამოკიდებული, შედგება თუ არა ეს მოლაპარაკებები და დასრულდება თუ არა ომი.