სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ სამშობლოში დაბრუნების გამარტივებაში უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ჩვენთან თავშესაფარი მიიღეს“, – განაცხადა კანცლერმა.
მან ასევე სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მამაკაცების ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვას ეხება.
„და ჩვენ გვსურს ვთქვათ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის ძალისხმევას ევროკავშირში გასაწვევი ასაკის მამაკაცების გასვლის შეზღუდვის თაობაზე. ეს აბსოლუტურად აუცილებელია იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და შენარჩუნდეს უკრაინული საზოგადოების ერთიანობა. ასევე იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს უკრაინის რეალური აღდგენა. და ჩვენ ვხედავთ ამაში ხელშესახებ პროგრესს ორივე მხარის ინტერესებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.