1794553553
მედვედევი კაია კალასზე: სინამდვილეში, ის არავის სურს - არა იმიტომ, რომ ის ძლიერი მომლაპარაკებელია, არამედ იმიტომ, რომ ის სულელია
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება გააკრიტიკა.
მედვედევის მტკიცებით, კალასმა ანდრეი გრომიკო მოიშველია და აღნიშნა, რომ ის ევროკავშირს უნდა წარმოადგენდეს, რუსებს კი „ის ამ პოზიციაზე არ სურთ“.
„სინამდვილეში, ის არავის სურს - არა იმიტომ, რომ ის ძლიერი მომლაპარაკებელია, არამედ იმიტომ, რომ ის სულელია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ევროკავშირი ჯერ არც კი მოუწვევიათ [მოლაპარაკებებზე]“, - წერს მედვედევი.
Kaja is quoting Gromyko (!), saying that she must represent the EU and that Russians “don’t want her” 😂 in that position. Actually, nobody wants her – not because she’s a strong negotiator, but because she’s stupid. Not to mention, the EU hasn’t even been invited yet.
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) November 13, 2026











