მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-ს აფრთხილებს, რომ თავდასხმების განახლების შემთხვევაში მის წინააღმდეგ „ახალ ფრონტებს“ გახსნის

Axios: ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვას აპირებს

ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-ს აფრთხილებს, რომ თავდასხმების განახლების შემთხვევაში მის წინააღმდეგ „ახალ ფრონტებს“ გახსნის. ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ირანულ ISNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერი თუ იმდენად სულელია, რომ სიონისტების ხაფანგში კვლავ გაეხვევა და ახალ აგრესიას დაიწყებს ჩვენი საყვარელი ირანის წინააღმდეგ, გავხსნით ახალ ფრონტებს მის წინააღმდეგ, ახალი აღჭურვილობითა და ახალი მეთოდებით“, – „თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, განაცხადა არმიის პრესსპიკერმა, მოჰამად აქრამინიამ.