1775566160
მედია: აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის კუნძული ხარკი დაბომბა. ინფორმაციას Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი ავრცელებს.
Fox News-ის ჟურნალისტი, ჯენიფერ გრიფინი, თავის მხრივ სოციალურ ქსელში წერს, რომ კუნძულზე აშშ-ის სამიზნეს ბუნკერები, რადიოლოკაციური სადგური და შეიარაღების საწყობი წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ კუნძული ხარკი ირანისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია, რადგან მისი მეშვეობით ისლამურ რესპუბლიკას სპარსეთის ყურეში ნავთობის დიდი რაოდენობა გააქვს.











