„გალერია თბილისიდან“ ევაკუაცია განხორციელდა - რა ხდება ამ წუთებში სავაჭრო ცენტრში
1775572856
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
„7 აპრილს, ნაცრისფერ დღეებს შორის ერთდღიანი გამოდარება გველოდება - მზიანი და მშვიდი ამინდი მოიცავს საქართველოს. ჰაერი შედარებით გათბება და გაზაფხულის სითბოს ვიგრძნობთ.
თუმცა, ეს სიმშვიდე ხანმოკლე იქნება: 8 აპრილიდან, კვლავ დაბრუნდება ცივი და ნალექიანი დღეები, ასევე ზოგან შესაძლოა აღინიშნოს ძლიერი წვიმა და ძლიერი ქარი.
მოკლედ: ერთი ნათელი დღე - შემდეგ ისევ ცივი და ქარიანი პერიოდი.
დღეს ხარებაა - გაზაფხულის სიხარული და სინათლის დღესასწაული.... გილოცავთ ამ წმინდა დღეს, რომელიც გვახსენებს იმედს, განახლებას და სულიერ სიმშვიდეს",- წერს ფარტენაძე.