ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანისთვის წაყენებულ ულტიმატუმს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დრო იწურება.
მისი თქმით, თუ დარჩენილ დროში ირანთან გარიგების დადება ვერ მოხერხდება, „ამაღამ დაიღუპება მთელი ცივილიზაცია“.
„ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ასე იქნება. მაგრამ ახლა, როცა მთელი რეჟიმის ცვლილება მოხდა, რომელსაც სათავეში სხვები, უფრო ჭკვიანები და ნაკლებად რადიკალიზებულები ჩაუდგნენ, შესაძლოა, რამე რევოლუციური, შესანიშნავი მოხდეს. ვინ იცის? დღეს საღამოს გავიგებთ, ხანგრძლივი და რთული მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტში. გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდებული ერი!“, - დაწერა ტრამპმა.
