„მე მიყვარს ჩემი ძმა" - გურამ გვასალიას უახლესი ინტერვიუ

დემნა და გურამ გვასალიებ

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა გურამ გვასალიას შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ჟურნალისტმა ქართველ დიზაინერს 2023 წლის სკანდალური ინტერვიუ გაახსენა. მაშინ გურამ გვასალიამ თქვა, რომ ასაკის გათვალისწინებით ძმაზე ბევრად წინ იდგა. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოყვა მსოფლიო მედიაში. გამოცემები წერდნენ, რომ ამის შემდეგ დემნამ უმცროს ძმასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა. უფრო მეტიც, გურამი „ბალენსიაგაში" დემნას ბოლო ჩვენებაზე მიწვეული არ იყო.

ჟურნალისტს კითხვაზე გურამ გვასალიამ ასეთი სიტყვებით უპასუხა: ეს ასე არასდროს თქმულა, მე მიყვარს ჩემი ძმა. ობიექტურად რომ ვთქვა, ის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ჩემი სრულად გაგება შეუძლია, რადგან ერთად გადავიტანეთ ყველაფერი.

როგორც მან აღნიშნა, 2023 წელს მის ნათქვამს კონტექსტი შეუცვალეს და ისე დაწერეს.