მატარებლის მგზავრმა, რომელსაც ბილეთი არ ჰქონდა, კონდუქტორი დაჭრა (გერმანია)

მატარებელი

მედიის ინფორმაციით, გერმანიაში მატარებლის მგზავრმა, რომელსაც ბილეთი არ ჰქონდა, კონდუქტორი დაჭრა. შემთხვევა ბერლინში მიმავალ საქალაქთაშორისო მატარებელში მოხდა.

თავდამსხმელი 35 წლის ქალია, რომელსაც კონდუქტორმა სატრანსპორტო საშუალების დატოვებისკენ მოუწოდა. ინციდენტის გამო, რეისი დაყოვნდა, მატარებელი კი 100-მდე მგზავრმა დატოვა.

თავდამსხმელს რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული.