„მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეზოში ჩნდება ჩანთით...“ - „კურიერის“ ექსკლუზივი
1794512278
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები თანდათან მუხლებზე იჩოქებს, რადგან ვაშინგტონის მცდელობები ირანზე ზეწოლა მოეხდინა და ქვეყანა იზოლაციაში მოექცია, წარუმატებელი აღმოჩნდა.
„შეერთებულმა შტატებმა სცადა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მუხლებზე დაჩოქება, მაგრამ თანდათანობით, ისინი თავად დგებიან მუხლებზე“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.
მისივე თქმით, ირანის დიპლომატიური ძალისხმევა კვლავ ძალიან აქტიურია კონფლიქტისა და მუქარის მიუხედავად. ფეზეშქიანმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონის მცდელობები თეირანის იზოლირების შესახებ უშედეგო აღმოჩნდა.