ნოროვირუსული ინფექცია - რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი
1790010211
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ჩავიდა.
ამასთან ცნობილია, რომ მასთან ერთად ირანის დელეგაციის წევრებს შორის იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაერო-ს შტაბ-ბინაში გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მივიდა.
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სიტყვით 23 სექტემბერს დილის სესიაზე გამოვა.
იქამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, ნიუ იორკში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდეს.