1756880280
მარსელში, დანით, 5 ადამიანი დაჭრეს

მარსელში, ქალაქის ცენტრში, ტუნისის მოქალაქემ დანით 5 ადამიანი დაჭრა. შემთხვევა ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, რესტორანში მოხდა.
მედია წერს, რომ დანაშაულის მოტივი თავდამსხმელის სასტუმროდან, თანხის გადაუხდელობის გამო, მისი გაშვება გახდა. დაჭრილებს შორისაა სასტუმროს მენეჯერი და მისი შვილი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდამსხმელის ლიკვიდაცია პოლიციამ ადგილზევე მოახდინა.