მარკო რუბიო 23 მაისს ინდოეთში ჩავა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 23-26 მაისს ინდოეთში ჩავა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რუბიო ნიუ დელის, კალკუტას, აგრასა და  ჯაიპურს ეწვევა.

„სახელმწიფო მდივანი ინდოეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების დროს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას განიხილავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინდოეთში ვიზიტამდე, რუბიო შვედეთში ჩავა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება და განიხილავს თავდაცვის სფეროში ინვესტიციების ზრდას.