მარკ რუტე: ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების კამპანია გაგრძელდება - ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიყოთ მობილიზებულნი

მარკ რუტე

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სისტემური დივერსიების, ხანძრების გაჩენისა და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის. ამასთან, მან მოკავშირეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.

რუტეს თქმით, კრემლი ამჟამად მთელი ევროპის უსაფრთხოებას ცდის, რის გამოც ნატოს წევრებმა სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ და მზად იყვნენ მტრული მოქმედებების ხანგრძლივი კამპანიისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების კამპანია გაგრძელდება. ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიყოთ მობილიზებულნი“, - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

აღნიშნულ პოზიციას მხარი დაუჭირეს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა. მათ აღნიშნეს, რომ ევროპა დაშინებას არ დაემორჩილება და მათი ქვეყნები დაზვერვის სფეროში თანამშრომლობას უკვე პრეცედენტო დონემდე აძლიერებენ.

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განაგრძეთ საქმიანობა და გააგრძელეთ უკრაინის მხარდაჭერა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა. გვაქვს ყველაფერი, რათა დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული გოჯი“, - დასძინა რუტემ.

✕