ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
აშშ-ში, მამაკაცმა 5 წლის ქალიშვილი დაახრჩო. ზაქარი არნოლდმა მკვლელობა პოლიციასთან აღიარა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა 19 მაისს მოხდა. 41 წლის არნოლდმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი კიბეებიდან გადმოვარდა. მან დილით 911-ში დარეკა და თქვა, რომ იმ დილით გოგონა არ სუნთქავდა.
შემდეგ მან სავარაუდოდ, ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ შეყვარებულთან კამათის შემდეგ ქალიშვილი დაახრჩო.
არნოლდმა შეყვარებულს გაუგზავნა „გოგონას ფოტოები, სადაც პირიდან ქაფი გადმოსდიოდა“ და „უთხრა, რომ 911-ში დაერეკა“.
ზაქარის შეყვარებული ამტკიცებს, რომ მას ეგონა მამაკაცი „უბრალოდ თამაშობდა“.
ზაქარის შეყვარებული არცერთ მომენტში არ დაკავშირებია პოლიციას და არც ფოტოებისა და ზარის შესახებ განუცხადებია უწყებაში. მოგვიანებით, შეყვარებულმა პოლიციას განუცხადა, რომ 911-ზე არ დაურეკავს, რადგან არნოლდის ეშინოდა.
სავარაუდო მიზეზის ჩვენებაში ასევე აღნიშნულია, რომ არნოლდი თავის ქმედებებს შეყვარებულს აბრალებს.
არნოლდს ადრეც წაუყენეს ბრალდება გაუპატიურებაში 2020 წელს, თუმცა, პროკურორებთან საპროცესო შეთანხმების შედეგად ბრალდების მოხსნა მოახერხა.