მამაკაცმა, რომელმაც ციხეში 30 წელი გაატარა, ლატარიაში 167.3 მილიონი დოლარი მოიგო - მულტიმილიონერი მესამე დღეს ისევ  დააკავეს

მილიონერი

People-ის ცნობით, კენტუკის შტატის ქალაქ ჯორჯთაუნში მცხოვრები 51 წლის ჯეიმს ფართინგი ლატარიაში 167.3 მილიონი დოლარის მოგების შემდეგ მეოთხედ დააკავეს.

ამჯერად მას ოჯახში ძალადობის ბრალდება წაუყენეს. ტაბლოიდის ცნობით, მულტიმილიონერი სკოტის ოლქის ციხეში გადაიყვანეს. ის 26 ივლისს დააკავეს და 28 ივლისს სასამართლოში წარდგა, სადაც უდანაშაულობა აღიარა. მას 15 000 დოლარის გირაო შეუფარდეს, სავარაუდო მსხვერპლთან მიახლოება აუკრძალეს და სპეციალური სამაჯურის ტარება მოსთხოვეს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს ბრძანების დარღვევის შემთხვევაში გააფრთხილებს.

სავარაუდო მსხვერპლის ვინაობა არ გახმაურებულა. ქალის თქმით, მას და ფართინგს ნავით გასეირნების შემდეგ კამათი მოუვიდათ. ლატარიის გამარჯვებულმა, სავარაუდოდ, ორივე ხელი კისერზე მოუჭირა, რამაც სუნთქვის გაძნელება გამოიწვია.
ფართინგმა Powerball-ის ჯეკპოტი გასული წლის აპრილში მოიგო. შემდეგ მან განაცხადა, რომ მოგების დედასთან, ლინდა გრიზლთან, გაყოფა სურდა. ის ამ ფულით ვალების დაფარვას გეგმავდა.

ფართინგი ლატარიაში მოგებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. მაშინ მას სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმასა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებდნენ. პოლიციის განმარტებით, ფართინგმა პოლიციელს მაშინ დაარტყა, როდესაც პოლიციელი მასსა და სხვა მამაკაცს შორის კამათის ჩაშლას ცდილობდა.

New York Post-ის ცნობით, მას ადრე ნოემბერში მანქანასთან შეჯახებისა და ადგილიდან ფეხით გაქცევის ბრალდებით ადანაშაულებდნენ. თებერვალში ფართინგი სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს.

კიდევ რა სასჯელები მოიხადა ლატარიის გამარჯვებულმა?
2025 წელს The New York Post-მა გამოაქვეყნა, რომ ფართინგი 30 წლით იყო ციხეში გამწესებული.
ფართინგი თინეიჯერობიდან არღვევდა კანონს; ის ათი წლის განმავლობაში სწავლობდა სკოლაში და დიპლომი ციხეში მიიღო. ბოლო წლებში მან დედამისი კრიმინალურ სქემებში ჩართო, მათ შორის ციხეში ნარკოტიკების კონტრაბანდაში. ის ასევე იპარავდა ნივთებს სხვა პატიმრებისგან და მათი დაბრუნებისთვის ფულს ითხოვდა.

ფართინგი ხანდახან პირობით ვადაზე ადრე თავისუფლდებოდა, მაგრამ მალევე ბრუნდებოდა ციხეში ნარკოტიკების მოხმარების გამო.