მაკრონი: საფრანგეთი აშშ-ის მეგობარი და მოკავშირეა და ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, მაშინაც კი თუ ზოგჯერ არ ვეთანხმებით და ვეჯიბრებით ერთმანეთს

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის განხეთქილება მთავარი რისკია, რომელიც ამჟამად მსოფლიოს წინაშე დგას.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა პარიზსა და ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებს შორის ახალი კოალიციების შექმნის აუცილებლობას.

„მე ვიქნები მკაფიო, საფრანგეთი აშშ-ის მეგობარი და მოკავშირეა და ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, მაშინაც კი თუ ზოგჯერ არ ვეთანხმებით და ვეჯიბრებით ერთმანეთს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

„უნდა აირჩიოთ მხარე. თუ ასე მოვიქცევით, გავანადგურებთ გლობალურ წესრიგს და მეთოდურად დავანგრევთ ყველა ინსტიტუტს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევქმენით მშვიდობის შესანარჩუნებლად და თანამშრომლობისთვის. უდავოდ, მიუმხრობლობის დრო გავიდა, მაგრამ დადგა მოქმედების კოალიციების დრო და ეს მოითხოვს, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც ერთად მოქმედება შეუძლიათ, ამისთვის ყველა საშუალება გამოიყენონ“, - დასძინა მან.