მაკრონი: კიევსა და კიევის ოლქში რუსეთმა კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა - ტერორის ეს პოლიტიკა, რომელიც რაკეტებითა და დრონებით ხორციელდება, მიუღებელია

მაკრონი

კიევსა და კიევის ოლქში რუსეთმა კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა - ტერორის ეს პოლიტიკა, რომელიც რაკეტებითა და დრონებით ხორციელდება, მიუღებელია, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„თითოეული ახალი თავდასხმა კიდევ უფრო ამყარებს აშკარა რეალობას: რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი თავისი აგრესიისთვის და პასუხი აგოს ჩადენილ დანაშაულებზე. უკრაინის გვერდით მდგომნი, ჩვენ არც დაღლილობას დავნებდებით და არც დაშინებას.

ევროკავშირი და მისი პარტნიორები გააგრძელებენ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, მათ შორის ახალი სანქციების მეშვეობით და პარალელურად, გაზრდიან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, რათა მან შეძლოს საკუთარი თავისა და მოსახლეობის დაცვა“, - დასძინა მაკრონმა.