მაკრონი: 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ნატო გამოაფხიზლა - თუმცა, გამოიღვიძა თუ არა მან სპინალური ბაყაყის მსგავსად? დღეს ამის თქმა არ შემიძლია

ემანუელ მაკრონი

ელისეის სასახლეში ვახშამზე შეკრებილი ფრანგული ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების წინაშე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ნატოს მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც ტრამპისტულ ამბიციებს უპირისპირდება, - წერს ფრანგული გამოცემა L'Express.

მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „სპინალურ ბაყაყს“ შეადარა - ასე უწოდებენ ამფიბიებს, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ რეფლექსურ რეაქციებს გარეგან სტიმულებზე.

„ათი წლის წინ ვთქვი, რომ ნატო ტვინის სიკვდილის მდგომარეობაში იყო. ის 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოაფხიზლა. თუმცა, გამოიღვიძა თუ არა მან სპინალური ბაყაყის მსგავსად? დღეს ამის თქმა არ შემიძლია“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.