დღეს ჯვართამაღლებაა - რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მრევლმა
1790453701
როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.
29 წლის ბრიტანელი ახალგაზრდა, რომელიც კეფალონიაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა, გამოსაკვლევად ათენში, სპეციალური კაფსულით გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდას, „მაიმუნის ყვავილის“ დამახასიათებელი გამონაყარი აღენიშნება.
კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
