მადიარი: ორბანის გაეროს სათავეში მოსვლა ორგანიზაციის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა

პეტერ მადიარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა თავისი წინამორბედი, ვიქტორ ორბანი გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ღირსეულ კანდიდატად არ მიიჩნია.

მადიარი გამოეხმაურა The Wall Street Journal-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ორბანის კანდიდატურას გაეროს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონმა ორბანი წაახალისა, საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა და ეს იდეა თავადვე შესთავაზა.

პიტერ მადიარმა აღნიშნა, რომ გაეროს მისამართით ბევრი კრიტიკული შენიშვნა შეიძლება გამოითქვას, თუმცა დასძინა, რომ ის მაფიოზური ორგანიზაცია არ არის. მისი თქმით, ორბანმა და მისმა მთავრობამ უნგრეთი ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის კორუფციის მქონე ქვეყნად აქციეს, ხოლო ორბანის ყოფილი კაბინეტის სამი წევრი დაკავებულია.

მისი აზრით, ორბანის ორგანიზაციის სათავეში ჩყენება გაეროს დასასრულის დასაწყისი იქნება.

„მიზანშეწონილად არ მიმაჩნია მისი გაეროს სათავეში ჩაყენება ზუსტად ამ მიზნით“, - განაცხადა მან. - „ერთადერთი, რისკენაც ის ისწრაფვის, ამ ორგანიზაციის განადგურებაა“.

მოქმედი გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის უფლებამოსილების ვადა 31 დეკემბერს იწურება.

✕