ლოს-ანჯელესში ძლიერი მიწისძვრა იყო - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

კარიბის ზღვის დასავლეთ ნაწილში, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც კაიმანის კუნძულებზე ცუნამის საფრთხე გამოიწვია. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.  აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ლოს-ანჯელესში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივების განცხადებით ეს ბოლო პერიოდში ყველაზე ძლიერი ბიძგები იყო.

სტიქიის შედეგად აეროპორტში ჭერი ჩამოინგრა. დაკვამლიანება იყო შევრონის ბენზინგასამართ სადგურზე. ძირითად ბიძგებს 3,8 მაგნიტუდის, განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ქალაქის ინფრასტრუქტურის მდგომარეობას ახლა სპეციალისტები ამოწმებენ, ცნობები დაშვებულების შესახებ არ გავრცელებულა.

✕