200 ათას დოლარიანი საქორწინო საჩუქარი - შორენა ბეგაშვილი თაფლობის თვიდან კადრებს გვიზიარებს
1784144594
ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, მამაკაცი „პარლამენტის წევრის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის ეჭვით“ დააკავეს. ეჭვმიტანილი ოთხშაბათს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, „რეფორმის“ პარტიის ლიდერს მიმართეს სიტყვებით: „თავში გესვრი, თუ გაიმარჯვებ“.
პოლიციის განცხადებით, დაკავება უკავშირდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომლის შესახებაც მათ 8 მაისს აცნობეს.
„შეტყობინების მიღების შემდეგ, გამომძიებლებმა მიმართეს სოციალური ქსელის პლატფორმას მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად. შესაბამისი მონაცემების მიღებისთანავე, პოლიციის ადგილობრივ ოფიცრებთან ერთად, მამაკაცი სამხრეთ ლონდონში, საცხოვრებელ მისამართზე დააკავეს“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.