ლიბანზე თავდასხმები თუ დაუყოვნებლივ არ შეწყდება, აგრესორებს სინანულის მომგვრელ პასუხს გავცემთ - „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი

ლიბანზე თავდასხმები თუ დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ამას სინანულის მომგვრელი პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ ნათქვამია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ ფიცის დამრღვევ შეერთებულ შტატებსა და მის სიონისტ პარტნიორს, რომლებიც ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობენ. თუ ძვირფასი ლიბანის წინააღმდეგ აგრესია დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას და რეგიონში მავნე აგრესორებს სინანულის მომგვრელ პასუხს გავცემთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ირანის სახელმწიფო სააგენტო ციტირებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ოფიციალურ პირის განცხადებას, რომლის თქმითაც, დაჯგუფება „ჰეზბოლაზე“ თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია.

„ნებისმიერი თავდასხმა ამაყ „ჰეზბოლაზე“ წარმოადგენს თავდასხმას ირანზე. სამხედრო ველი ემზადება მძიმე პასუხისთვის ისრაელის რეჟიმის სასტიკ დანაშაულებზე“, – ამბობს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელი.