რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
ლიბანსა და ისრაელს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.
აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შევლენ ლიბანში აშშ-ის ელჩი მიშელ ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი მაიკლ ნიდჰემი. მოლაპარაკებები სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში დღეს გაიმართება.
„ეს შეხვედრა განსაზღვრავს მიმდინარე დიალოგის მიმართულებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უზრუნველვყოთ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე გრძელვადიანი უსაფრთხოება და მხარი დავუჭიროთ ლიბანის მთავრობის მცდელობას, სრული სუვერენიტეტი აღიდგინოს საკუთარ ტერიტორიასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ისრაელი „ჰეზბოლასთან“ არის ომში და არა ლიბანთან, ამიტომ არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ეს ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთთან არ საუბრობდეს“, -განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ისრაელისა და ლიბანის დელეგაციებს შესაბამისად მათი ელჩები, იეხიელ ლეიტერი და ნადა ჰამადეჰი უხელმძღვანელებენ.