რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
ლიბანის დედაქალაქში გამაფრთხილებელი სირენების ხმა დილიდან ისმის - ისრაელის სამხედრო ძალები ბეირუთის ათასობით მცხოვრებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ისრაელის სამიზნე "ჰეზბოლას" ტერორისტული ძალების ინფრასტრუქტურაა. თავის მხრივ, გამაფრთხილებელ გზავნილი გაავრცელა ლიბანის მთავრობამ და საზღვართან მცხოვრებ ისრაელის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
"ცაჰალი" კი კიდევ ერთხელ აანონსებს მორიგ ფართომასშტაბიან შეტევას თეირანში "ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ."
აფეთქებების ხმა ისმოდა ბაჰრეინის დედაქალაქშიც. ირანული რაკეტების თავდასხმის შედეგად, მანამაში დაზიანებულია სასტუმრო და ორი საცხოვრებელი შენობა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ირანული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ბაჰრეინის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანაც. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა და ქარხანა შეუფერხებლად მუშაობს.
საუდის არაბეთისა და იორდანიის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი საელჩოს საქმიანობა შეაჩერა ქუვეითშიც და თანამშრომლების ევაკუაცია გამოაცხადა.
"როიტერის" ინფორმაციით, ღამით ირანის სარაკეტო თავდასხმის დროს თელ-ავივში დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. გაჩნდა ხანძარი. არავინ დაშავებულა.
ბოლო 76 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანში თითქმის 200 სამიზნეს დაარტყეს. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ჩაძირულია 30-მდე ირანული გემი.