ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„მწარე გამოცდილებით ნასწავლნი, ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების პერიოდში ჩვენ არ ავიღებთ პაუზას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ევროპის ინტერესებში შედის, რათა „კიევის რეჟიმს ამოსუნთქვისა და სამხედრო არსენალის შევსების საშუალება მიეცეს“.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპას სწორედ ეს სურს - ისევ იმ მარტივი მიზნით, რომ მიიღოს ამოსუნთქვის საშუალება და შეავსოს კიევის რეჟიმის დაცლილი სამხედრო არსენალი, რომელიც უიმედობისგან უკვე დიდი ხანია აშკარა ტერორისტულ მეთოდებზე გადავიდა“, - განაცხადა მინისტრმა.