ლატვიის საგარეო უწყება - პეტერ ფიშერის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები შემაშფოთებელია

ლატვიის საგარეო უწყება

პეტერ ფიშერის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული ენა ღრმად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„მხარს ვუჭერთ ელჩ პეტერ ფიშერს და ჩვენს გერმანელ კოლეგებს – მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული ენა ღრმად შემაშფოთებელია.

დიპლომატების ამგვარად მიზანში ამოღება არა მხოლოდ ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემას, არამედ ასევე საქართველოს კიდევ უფრო მეტად აქცევს იზოლაციაში“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაიწვიეს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის, რათა განისაზღვროს, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა.