დანიურმა ლუდსახარშმა კომპანიამ, მსოფლიოში ყველაზე პატარა ლუდის ბოთლი შექმნა

ბოთლი

ბრინჯის მარცვლის ზომის ბოთლი, რომელიც 0.005 ცენტილიტრ უალკოჰოლო ლუდს შეიცავს - დანიურმა ლუდსახარშმა Carlsberg-მა, 20 ოქტომბერს, მსოფლიოში ყველაზე პატარა ლუდის ბოთლის შექმნის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას bfmtv ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მინიატიურული ლუდის ბოთლი ალკოჰოლის პასუხისმგებლობიანი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა.

"მინიატიურული ბოთლი ამ პარასკევს, სტოკჰოლმის ცენტრში წარვადგინეთ და მის სანახავად ბევრი ადამიანი მოვიდა. ხალხს მისი ნახვა აინტერესებდა, რადგან ის ასეთი პატარა და საყვარელია და ამან საშუალება მოგვცა, ალკოჰოლური სასმის პასუხისმგებლობიანი მოხმარების მნიშვნელობაზე დისკუსია დაგვეწყო", - განმარტა კასპერ დენიელსონმა, Carlsberg Sweden-ის კომუნიკაციების მენეჯერმა.

12 მილიმეტრიანი ბოთლი ხელოვანმა, ასა სტრანდმა შექმნა, რომელიც მინიატიურულ ფიგურებზეა სპეციალიზებული.