„ლალი აგრძელებს ქუჩაში ცხოვრებას, სანამ მეუღლე საბუთით არ ჩამოვა“ - უახლესი ინფორმაცია რომში მყოფ ემიგრანტზე

ლალი როსტიაშვილი

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, ლალი როსტიაშვილი იპოვეს. ინფორმაცია ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.

ქალბატონი ლალი დღეს ქართველების დახმარებით ვიპოვეთ. ასევე, ქალბატონი ნატალი დაგვეხმარა .(საელჩო) თუმცა პოლიციამ და ექიმებმა განაცხადეს, ძალით ვერ გადავიყვანთ, რადგან საშიში არ არის საზოგადოებისთვისო... ამიტომ, ჩვენ ხელის დაკარების უფლება არ გვაქვს! ეს ერთი და მეორე, მეუღლე გადაფრინდა საქართველოში, რომ მეურვეობის საბუთი მოითხოვოს. ამიტომ სხვა გზა არაა, ველოდებით ისევ მეუღლეს... ხოლო ლალი აგრძელებს ქუჩაში ცხოვრებას, სანამ მეუღლე საბუთით არ ჩამოვა. ამას დრო სჭირდება.... ჩვენ ამ საქმეზე 3 თვე ვეხმარებით და მჯერა, სიკეთით დამთავრდება.“ - წერს ემიგრანტი.