კვიპროსში, სამგზავრო ბორანის ჩაძირვის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა - 23 პირს ამ დრომდე ეძებენ

კვიპროს

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს კვიპროსის ჩრდილოეთით. ჩაიძირა სამგზავრო ბორანი. დაიღუპა 8 ადამიანი, 23-ს ეძებენ.

შემთხვევა საპორტო ქალაქ კირე-ნიასთან, სანაპიროდან დაახლოებით 6-7 კილომეტრში მოხდა. ბორანი თურქეთის მიმართულებით მიცურავდა. ბორტზე 259 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

პირველადი ვერსიით, კორპუსში წყალი შევიდა, რის შემდეგაც ხომალდი გადაბრუნდა.