კუნძულ კირიბატიზე ახალი წელი უკვე დადგა

კუნძულ კირიბატიზე ახალი წელი უკვე დადგა

2026 წელი უკვე დადგა კირიბატიზე. პირველ ახალ წელს სწორედ წყნარ ოკეანეში მდებარე შობის კუნძულზე და ტონგაზე შეხვდნენ.

საქართველოს დროით 15:00 საათზე ახალი წლის შემოსვლას იზეიმებენ ახალი ზელანდიის ნაწილში და სამოაში.

შემდეგ ახალი წელი დადგება ავსტრალიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდოეთში.

ახალი წლისთვის სამზადისია ნიუ-იორკის თაიმს-სქუერზე. ტრადიციულად, ნიუ-იორკის ცენტრში ახალი წლის დადგომისას ბროლის ბურთი დაეშვება. ეს ცერემონია ნიუ-იორკში 1907 წლიდან ტარდება და მას უამრავი მაყურებელი ჰყავს. ყველაზე გვიან კი, ახალ წელს ამერიკის სამოაზე შეხვდებიან.