კუბის პრეზიდენტი: აშშ-ის სამხედრო თავდასხმა კუბაზე სისხლის ღვრას გამოიწვევს

მიგელ დიას-კანელ ბერმუდესი

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელ ბერმუდესმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას საპასუხოდ „სისხლის ღვრა“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„პლანეტის უდიდესი სამხედრო ძალის მხრიდან კუბის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მუქარები უკვე ცნობილია“, - განაცხადა დიას-კანელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. „მხოლოდ მუქარაც კი საერთაშორისო დანაშაულია. მისი განხორციელება გამოიწვევს სისხლის ღვრას განუსაზღვრელი შედეგებით, მშვიდობისა და სტაბილურობის განადგურებასთან ერთად“.

აშშ-სა და კუბას შორის დაძაბულობა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში გამწვავდა.

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს აშშ-ის მიერ დაკავების შემდეგ, ამერიკამ ხელში ჩაიგდო კონტროლი ვენესუელის ნავთობის მოპოვებაზე, რაზედაც კუბა დიდად იყო დამოკიდებული, და დაიწყო სხვა ქვეყნებიდან კუბაში ნავთობის გადაზიდვების ბლოკირება.

შედეგად, კუბის ისედაც მყიფე ენერგოსისტემამ სწრაფი კოლაფსი დაიწყო.