1791570985
კრემლის პრესასმსახური განცხადებას ავრცელებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბარში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე მიწოდების მზაობა დაადასტურა.
როგორც კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერების სატელეფონო საუბარი 9 ოქტომბერს გაიმართა, სადაც მხარეებმა მსოფლიო ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
„მსოფლიო ენერგეტიკაში არსებული ვითარების განხილვისას, რუსულმა მხარემ დაადასტურა თავისი მზაობა, მიაწოდოს ნავთობი და ნავთობპროდუქტები ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.












