მილიონზე მეტი მეორადი ტელეფონი ახალივით გაყიდეს - გამოვლინდა საერთაშორისო თაღლითობის სქემა
1791622169
ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ სამწუხაროდ დაკარგა ნდობა.
„ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები ამ ორგანიზაციის მხრიდან, შესაბამისად ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ სამწუხაროდ დაკარგა ნდობა. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე მე რუბიოს დამოკიდებულება ამ ორგანიზაციისადმი საერთოდ არ მიკვირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.