ცნობილია ბრუკლინში დაკავებული ორი ქართველის ვინაობა - რა ედავება მათ გამოძიება
1793129820
ვოლოდიმირ ზელენსკის, სურვილის შემთხვევაში, მოსკოვში მოლაპარაკებების ჩასატარებლად ჩასვლა შეუძლია, სადაც მას ყველა პირობა, მათ შორის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ექნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
უშაკოვის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტორესთან და ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან სატელეფონო საუბარი გამართა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს გადასცეს „ვოლოდიმირ ზელენსკის აქტიური დაინტერესება, მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს“.
„ჩვენმა ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ თუ ზელენსკის ნამდვილად სურს პირდაპირი მოლაპარაკებების ჩატარება, ჩამოვიდეს მოსკოვში, სადაც მას ყველა პირობა უზრუნველყოფილი ექნება, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა უშაკოვმა.