კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება - Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა

ნასა

20 წელზე მეტია, რაც კოსმოსური ობსერვატორია Swift სამყაროში ყველაზე მძლავრ აფეთქებებს - გამა-ანთებებს - აკვირდება. NASA-მ ის 2004 წელს გაუშვა, რათა ენერგიული კოსმოსური მოვლენები სწრაფად დაეფიქსირებინა და აღმოჩენების შესახებ სხვა ტელესკოპებისთვის ეცნობებინა.

NASA-მ Swift-ის გადასარჩენად ამერიკულ სტარტაპ Katalyst Space Technologies-ს სპეციალური რობოტული აპარატის, LINK-ის, შექმნა დაუკვეთა. მისი მიზანი ობსერვატორიასთან მიახლოება, მასთან მიერთება და უფრო მაღალ, სტაბილურ ორბიტაზე გადატანა იყო. NASA-მ პროექტისთვის კომპანიას 30 მილიონი დოლარი გამოუყო, ხოლო LINK-ის შექმნას მხოლოდ 7 თვე დასჭირდა.

ამის მიუხედავად, მისია გეგმის მიხედვით არ დასრულებულა. 19 აგვისტოს NASA-მ განაცხადა, რომ LINK-ის მეშვეობით ტელესკოპის გადარჩენის გეგმა ძალაში აღარაა. 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Swift დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლოდ ამ წლის ბოლოს შემოვა. დიდი ალბათობით, ის, მეტწილად, ატმოსფეროშივე დაიწვება.