კოპენჰაგენში, ბორსენის საფონდო ბირჟის ისტორიული შენობა დაიწვა

კოპენჰაგენი

კოპენჰაგენში, ბორსენის საფონდო ბირჟის ისტორიულ შენობას ცეცხლი ეკიდა და შენობის ცნობილი ფასადი, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი უძველესია, ჩამოინგრა. ამის შესახებ გამოცემა Ekstra Bladet იუწყება.

კოპენჰაგენის ცენტრში დიდი ტერიტორია შემოსაზღვრულია. ცნობილია, რომ ქალაქის პოლიციამ ხანძრის შესახებ შეტყობინება დილით მიიღო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ბირჟის შენობა აშენდა მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში. იგი ცნობილი გახდა თავისი სპირალური კოშკით. შენობა დაახლოებით 09:00 საათზე ჩამოინგრა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხალხი ცდილობს ხანძრისგან გადაარჩინოს ძვირფასი არტეფაქტები, მათ შორის ნახატები.

„დანიის 400 წლიანი კულტურული მემკვიდრეობა იწვის“, - თქვა დანიის კულტურის მინისტრმა იაკობ ენგელ-შმიტმა.

ასევე ნახეთ:

სასწრაფოდ გადააგდეთ: ამ ტანისამოსს მხოლოდ უბედური ქალები ატარებენ

VIDEO: „მაქციის სინდრომით“ დაბადებული - ბავშვის დედა ამბობს, რომ ორსულობისას კატის ხორცი ჭამა