გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1782120407
ულტრამემარჯვენე ბიზნესმენი აბელარდო დე ლა ესპრიელია კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იმარჯვებს.
თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგად მიღებული წინასწარი მონაცემებით, დე ლა ესპრიელია ხმების 49,7%-ს აგროვებს. მისი მეტოქე, მმართველი მემარცხენე პარტია „ისტორიული პაქტის“ კანდიდატი ივან სეპედა, მას დაახლოებით 246 000 ხმით ჩამორჩება - მას ამომრჩეველთა 48,7%-მა დაუჭირა მხარი.
გამარჯვებული 7 აგვისტოს პოსტზე შეცვლის მემარცხენე პრეზიდენტ გუსტავო პეტროს, რომელსაც მეორე ვადით კენჭისყრის უფლება არ ჰქონდა. სეპედას მარცხი არ უღიარებია და განაცხადა, რომ ოფიციალურ შედეგებს დაელოდება.