1774295087
კოლუმბიის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 66 ადამიანი დაიღუპა
კოლუმბიის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 66 ადამიანი დაიღუპა. მაღალი თანამდებობის პირის თქმით, მაშველებმა ათობით გადარჩენილი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ამ დრომდე გრძელდება 4 დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოები. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ჰუგო ალეხანდრო ლოპესის თქმით, Hercules C-130-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავში 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 11 საჰაერო ძალების სამხედრო, 115 სახმელეთო ჯარების სამხედრო და ორი ეროვნული პოლიციის ოფიცერი.
თავდაცვის მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ავარია პერუს საზღვარზე მდებარე პუერტო ლეგუისამოდან აფრენისას, გუშინ მოხდა.
შეიარაღებული ძალების მეთაურის განმარტებით, 57 გადარჩენილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 30-ის მდგომარეობა მსუბუქია.
ავიაკატასტროფის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.










