„მოანას“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

მოანა

Disney-მ მხატვრული ფილმის „მოანას“ პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. ეს არის 2016 წლის ამავე სახელწოდების მულტფილმის კინოადაპტაცია, რომელშიც მთავარ როლებს ქეთრინ ლაგააია და დუეინ „კლდე“ ჯონსონი ასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი ანიმაციური სურათის ისტორიას იმეორებს. მოანა ზღვაში მიემგზავრება, რათა ტე ფიტის გული დააბრუნოს და თავისი კუნძული გადაარჩინოს. ამაში მას ნახევარღმერთი მაუი ეხმარება.