,,წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება” - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1766950662
მთელი მსოფლიო აფასებს დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს.
„მთელი მსოფლიო აფასებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის სამშვიდობო ძალისხმევას“, – წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.
ამასთან, დმიტრიევმა გააზიარა ტრამპის განცხადება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ „პუტინს უკრაინის წარმატება სურს“.
შეგახსენებთ, დღეს ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია.