1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლონდონის სახლში „საეჭვო“ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა შესასვლელი კარი.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ყუმბარის მსგავსი, ხმამაღალი აფეთქების ხმა და სავარაუდოდ შუშის მსხვრევის ხმა გაიგეს. მომხდარს კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს, რადგან ხანძრის გაჩენის მიზეზს „საეჭვოდ“ მიიჩნევენ.